четверг, 27 февраля 2014 г.

დღე მეოთხე

ყველას სამუშაო განწყობა გვაქვს. მე ვამაყობ ჩემს მიერ შექმნილი ბროშურით.ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელე მუშაობა,საქმეს თავს კარგად გავართმევ...
დღეს გავეცანით შეფასების მეთოდებს (მოდული 2,აქტივობა 2),პრეზენტაციის მომზადებას(მოდული 2,აქტივობა 4)

понедельник, 24 февраля 2014 г.

დღე მესამე

უკვე უშუალოდ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, მე გავესაუბრე მოსწავლეებს და შევარჩიეთ პროექტის თემა "ელემენტები ჯანმრთელობის სამსახურში:"
შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი.გამოვიყენეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.
ზოგადი კითხვა: როგორ  ვაიძულოთ სიბერე მოიცადოს?
თემატური კითხვა:
  1.რა ვიცით რაციონალური კვების შესახებ?.
 2. .რა კავშირი აქვს სწორ კვებას ადამიანის აზრებთან და მის სულიერ სამყაროსთან?
შინაარსობრივი კითხვა:
1..რომელი ქიმიური ელემენტებია მნიშვნელოვანი ადამიანის  ჯანმრთელობისათვის?
 2.რომელი  პროდუქტი შეიცავს ჯანმრთელობისათვის საჭირო ელემენტებს?
3. რა ვიცით მათი სადღეღამისო ნორმების შესახებ?
4. რა როლი აქვს თითოეულ ელემენტს ადამიანის ორგანიზმში?
5როგორ ვარეგულიროთ მაკრო, მიკრო და ულტრა –მიკროელემენტების მეტ–ნაკლებობა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.


суббота, 22 февраля 2014 г.

დღე მეორე

ეს დღეც მშვიდ და საინტერესო გარემოში წარიმართა.გიორგი ნამდვილი მასწავლებელია,მოთმინებით გვიხსნის თითოეულ დეტალს.
გავიხსენეთ სურათების გადმოტანა ინტერნეტიდან.,ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე, განვიხილეთ შაბლონები.მე ასეთი ბროშურა გამომივიდა
.

среда, 19 февраля 2014 г.

დღე პირველი

გამოგიტყდებით, რომ არ ველოდი ასეთ საინტერესო დასაწყისს...
მშვიდი გარემო,რაც გიორგის დამსახურებაა და პედაგოგთა მაღალი მოტივაცია,რასაც განაპირობებს მათი  მზაობა ახალი ხედვის მიმართ.
გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები: კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.

     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.