пятница, 9 мая 2014 г.

ჯანსაღი პიკნიკი ბოტანიკურ ბაღში

გრძელდება მუშაობა პროექტზე.პირველი ნაბიჯები იმდენად შთამბეჭდავია,რომ ვიმედოვნებ პროექტი აგრძელებს სიცოცხლეს...

воскресенье, 16 марта 2014 г.

დღე მეცხრე

დამთავრდა დღევანდელი დღეც, თუმცა ვფიქრობ ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისი.საინტერესო პრეზენტაციები,გულთბილი რჩევები,შემოქმედებითობის გამოვლენა,მიზნის დასახვა,ახალი იდეები...
ეს ყველაფერი გიორგის დამსახურებაა.
მადლობა გიორგის.  

დღე მერვე

მეტად ემოციური დღე იყო ჩემთვის...
უფრო მეტად ჩავწვდი ინტელის მნიშვნელობას სწავლების პროცესისათვის.
ინტელი გეხმარება შემოქმედებითობის გამოვლენაში,რაც საჭირო და აუცილებელია სწავლა-სწავლების პროცესში.დღეს  DRIV-ზე  ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები.

понедельник, 10 марта 2014 г.

დღე მეშვიდე

დღეს განვიხილეთ შესრულებული დავალებები,აგრეთვე შეფასების სტრატეგიები(მეხუთე მოდული).შევარჩიეთ შეფასების რუბრიკის შაბლონი.გავიხსენეთ ვორდის ფაილში ცხრილზე მუშაობა.

четверг, 6 марта 2014 г.

დღე მეექვსე

რა სწრაფად გადის დრო...ალბათ იმიტომ რომ შრომის შედეგი მოახლოვდა. გიორგი მოთმინებით,თანმიმდევრულად გვიკვალავს გზას ...ჩვენც თავს არ ვზოგავთ.როგორც ჩანს რთული გზაა...   ყველაფერი უნდა გათვალო: მოსწავლის პოზიცია, მისი შესაძლებლობები,ინტერესები. დღეს მოსწავლის პრეზენტაცია გავაკეთეთ , ამისათვის ინტერნეტიდან სურათები და ინფორმაცია გადმოვწერეთ. ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე,მივიღეთ დავალებები.

суббота, 1 марта 2014 г.

დღე მეხუთე

დღეს თითქმის დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.განვიხილეთ საავტორო უფლებების ქაოსი. ძალიან საინტერესოა ინტელის პროექტზე მუშაობა .პირობას ვიძლევი,რომ შემდეგი მეცადინეობისათვის ავაწყობ პრეზენტაციას .

четверг, 27 февраля 2014 г.

დღე მეოთხე

ყველას სამუშაო განწყობა გვაქვს. მე ვამაყობ ჩემს მიერ შექმნილი ბროშურით.ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელე მუშაობა,საქმეს თავს კარგად გავართმევ...
დღეს გავეცანით შეფასების მეთოდებს (მოდული 2,აქტივობა 2),პრეზენტაციის მომზადებას(მოდული 2,აქტივობა 4)